logo_geo
მოსკოვში „რენოს“ ქარხანა „მოსკვიჩებს“ გამოუშვებს
- +

16 მაისი. 2022. 13:30

 

 

მოსკოვის „რენოს“ (Renault) ქარხანა „მოსკვიჩების“ გამოშვებას განაახლებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, თავდაპირველად შიდა წვის ძრავიანი მანქანების წარმოება იგეგმება, ხოლო მომავალში ელექტრომობილების წარმოებაც მოხდება.

 

„მოსკვიჩების“ წარმოება „კამაზის“ ქარხანასთან ერთობლივად მოხდება.

 

„მოსკვიჩი“, რომელიც საბჭოთა კავშირის და მისი დაშლის შემდეგ ავტომობილებს აწარმოებდა, 1998 წლიდან „რენო რუსეთის“ დაქვემდებარებაში გადავიდა და იქ ფრანგული მარკის ავტომობილების აწყობა ხდებოდა.

 

კომპანია „Renault“-მა რუსეთიდან წასვლა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ გადაწყვიტა. რუსეთის კონცერნისთვის სიდიდით მეორე ბაზარი იყო, ხოლო კომპანია რუსეთის შიდა ბაზრის დაახლოებით მესამეს აკონტროლებდა.

 

უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიის შემდეგ რუსეთის ავტომწარმოებელთა უდიდესმა ნაწილმა დატოვა და რუსეთის ტერიტორიაზე ქარხნები დახურა.

 

 

 

big_banner
არქივი