logo_geo
ევროვიზიის გამარჯვებული „Kalush Orchestra“-ს სოლისტი საბრძოლველად ფრონტის ხაზზე წავიდა
- +

16 მაისი. 2022. 13:49

 

 

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფ „Kalush Orchestra“-ს სოლისტი ოლეგ პსიუკი გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საბრძოლველად ფრონტის ხაზზე წავიდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

ოლეგ პსიუკი, რომელიც ფოლკლორული რეპ ჯგუფის სოლისტია, მეგობარ გოგონასთან დამშვიდობების შემდეგ, სამშობლოს დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ ომის ფრონტს შეუერთდა.

 

ჯგუფის ევროვიზიაზე გამარჯვებას, თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მათ მადლობა გადაუხადა.

 

„ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს! მესამედ თავის ისტორიაში. მე მჯერა, რომ ეს ბოლო არ იქნება.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს უკრაინულ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ „ევროვიზიის“ მონაწილეებსა და სტუმრებს. თავისუფალმა, მშვიდობიანმა, აღდგენილმა! მადლობა „კალუშ ორკესტრს“ გამარჯვებისთვის და ყველას, ვინც ხმა მოგვცა! დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვებული აკორდი შორს არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

შეგახსენებთ, „ევროვიზია 2022-ის“ გამარჯვებული უკრაინა გახდა.

 

 

big_banner
არქივი