„ევროპული იდენტობისა და ევროპისადმი კუთვნილების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ჩვენ ახლა ვხედავთ“, - ამის შესახებ „ქრონიკას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკიმ განაცხადა.
მან კომენტარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გააკეთა.
„ევროპული იდენტობისა და ევროპისადმი კუთვნილების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ჩვენ ახლა ვხედავთ. უკრაინა დღეს იბრძვის ევროპის მშვიდობის წესრიგისთვის.
როგორც რუსულ ნავთობზე განვაცხადე, ამ თემაზეც ასე მინდა ვთქვა: მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ ნაბიჯები როგორც ორგანიზაციამ და ევროკომისიის პრეზიდენტი ამ თემაზე და ასევე შემდგომ ნაბიჯებზე დისკუსიებს მართავს“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.