logo_geo
პუტინი: NATO-ს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს პასუხს
- +

16 მაისი. 2022. 17:19

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ფინეთსა და შვედეთში ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთისგან რეაგირებას მოითხოვს.

 

„რაც შეეხება [NATO-ს] გაფართოებას, მათ შორის ალიანსის ახალი წევრების - ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, რუსეთს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გაფართოების უშუალო საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთსა და შვედეთში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოსკოვის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

 

„ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს პასუხს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

 

big_banner
არქივი