logo_geo
დმიტრი პესკოვი: პრეზიდენტმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა - ყველაფერი კარგად იქნება
- +

17 მაისი. 2022. 14:06

 

 

„დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

„ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვცხოვრობთ „იდეალური შტორმის“ პირობებში, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ინტერესები და უზრუნველყოს, რომ ყველამ იცხოვროს უკეთესად, უფრო კომფორტულად, სტაბილურად და დაცულად. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ და ყველა მიზანს მივაღწევთ. ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პესკოვმა.

 

 

big_banner
არქივი