logo_geo
ერევანში აქციებზე 414 ადამიანი დააკავეს
- +

17 მაისი. 2022. 16:13

 

 

ერევანში გამართული საპროტესტო აქციის დროს 414 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. მიზეზი - სომხეთის მთავრობის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

აქციის მონაწილეები დროდადრო საავტომობილო ტრანსპორტის გადაადგილებას ბლოკავენ. პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

 

ვაზგენ სარგსიანის და ხორენაცის ქუჩების გადაკვეთაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის დათმობას აპირებს, სომხეთის მთავრობა ამ განცხადებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონის სტატუსის საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდება, ხოლო იქ მცხოვრები სომხების უფლებები დაცული იქნება.

 

 

big_banner
არქივი