logo_geo
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია
- +

17 მაისი. 2022. 17:15

 

 

რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია. როგორც BBC წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა ადგილობრივ მედიასთან დაადასტურა.

 

„ომის 82 დღის განმავლობაში რუსეთში ვერ მიხვდნენ, რომ უკრაინაში ისეთი სიტუაცია არაა მთლიანობაში, როგორსაც ისინი დასაწყისისთანავე ფიქრობდნენ. ისინი დღემდე ცხოვრობენ ისეთ სამყაროში, სადაც თითქოს უკრაინული ნაციზმი არსებობს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებიდან პრაქტიკულად გავიდა.

 

 

big_banner
არქივი