logo_geo
ბელარუსში ჯორჯ ორუელის „1984“-ის გაყიდვა აიკრძალა
- +

18 მაისი. 2022. 18:45

 

 

ბელარუსში ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიური რომანის „1984“-ის გაყიდვა აკრძალეს. ინფორმაციას  „Наша Нiва“ ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ინფორმაციით, წიგნის მაღაზიებმა ორუელის „1984“ 19 მაისამდე გაყიდვიდან უნდა ამოიღონ.

 

„რომანი ბელარუსულად პირველად მთარგმნელმა სერგეი შუპამ 1992 წელს თარგმნა. 2020 წელს რომანი ხელახლა გამოსცა ანდრეი იანუშკევიჩის გამომცემლობამ. ნაწარმოები დამატებით 2021 წელსაც გამოიცა. „1984“ გასულ წელს ბელარუსში ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში იყო“, - წერს მედიასაშუალება.

 

16 მაისს ბელარუსში, წიგნის მაღაზია „კნიგაუკაში“ ჩხრეკის შემდეგ ანდრეი იანუშკევიჩი დააკავეს და 200 წიგნი ჩამოართვეს.

 

სამართალდამცავი ორგანოები გამომცემლობებშიც გეგმავენ ჩხრეკას.

 

ინფორმაციისთვის, ორუელის რომანი „1984“ 1949 წელს გამოიცა. რომანი აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს.

 

 

big_banner
არქივი