logo_geo
იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა
- +

19 მაისი. 2022. 13:33

 

 

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

„ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“,- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომში, პარლამენტის ზედა პალატაში უკრაინის მხარდაჭერაში იტალიის როლის შესახებ დებატების გახსნისას.

 

მარიო დრაგის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთზე წნეხის შენარჩუნება ეკონომიკური სანქციების გზით.

 

„მოსკოვი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა მოვიყვანოთ“, - განაცხადა მარიო დრაგიმ.

 

 

big_banner
არქივი