logo_geo
ბრიტანელმა წყვილმა ლატარიაში 184 მილიონი გირვანქა მოიგო
- +

19 მაისი. 2022. 17:54

 

 

ბრიტანეთში წყვილმა ლატარიაში EuroMillions რეკორდული თანხა - 184 262 899 გირვანქა მოიგო. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჯო და ჯეს ტვეიტები მოგებული თანხით საკუთარი ოცნებების ასრულებას გეგმავენ - შვილების მომავლის უზრუნველყოფას, სახლის აშენებას და სამოგზაუროდ წასვლას. ჯო 49 წლისაა, მისი ცოლი ჯესი კი 44-ის. წყვილს 2 შვილი ჰყავს.

 

აქამდე, ბრიტანეთში EuroMillions-ში გათამაშებული თანხის რეკორდი 2019 წელს ფიქსირდებოდა. მაშინ ანონიმურმა გამარჯვებულმა 175 მილიონი გირვანქა მოიგო.

 

 

big_banner
არქივი