logo_geo
უკრაინაში კინოფესტივალი „ტრაიბეკა“ გაიმართება, რომელზეც ლეგენდარული მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, რობერტ დე ნირო ოფიციალურად მიიწვიეს
- +

20 მაისი. 2022. 01:06

 

 

უკრაინაში კინოფესტივალი „ტრაიბეკა“ გაიმართება, რომელზეც ლეგენდარული მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, რობერტ დე ნირო ოფიციალურად მიიწვიეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ინსტაგარმის“ საშუალებით განაცხადა. მას დე ნიროსთან პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, სადაც მსახიობს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ თავისთვის არ იბრძვის, ეს მთელი მსოფლიოს ომია.

 

„როდესაც თქვენნაირი ადამიანები გვიჭერენ მხარს, ეს ჩვენ დიდ ძალას და ენერგიას გვაძლევს“, უთხრა ერმაკმა დე ნიროს.

 

2002 წელს ის რობერტ დე ნირომ, ჯეინ როზენტალმა და კრეიგ ჰეტკოფმა დააარსეს. ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად აჯილდოებენ როგორც ფილმების, ისე ვიდეოთამაშების, პოდკასტებისა თუ მუსიკის შემოქმედებს.

 

 

 

big_banner
არქივი