logo_geo
ზელენსკი „Time“-ის მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს
- +

20 მაისი. 2022. 12:58

 

 

ამერიკული გამოცემის „Time“-ის მკითხველების აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა.

 

მეორე ადგილზე „Tesla“-სა და „SpaceX“-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, მესამეზე კი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი გავიდა. მეოთხეზე კორონავირუსთან მებრძოლი მედიკოსები არიან. მეხუთეზე კი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

 

ზელენსკიმ 3,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რაც ხმების 5%-ია, ნათქვამია „Time“-ის სტატიაში.

 

2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების საბოლოო სია 23 მაისს გამოქვეყნდება.

 

 

big_banner
არქივი