logo_geo
იური შევჩუკის საქმე განსახილველად პეტერბურგის სასამართლოს გადაეცა
- +

20 მაისი. 2022. 12:59

 

 

რუსული როკ-ჯგუფის „ДДТ“-ს სოლისტის იური შევჩუკის მიერ რუსული არმიის „დისკრედიტაცის“ საქმე განსახილველად პეტერბურგის სასამართლოს გადაეცა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

„ინტერფაქსი“ იუწყება, რომ თავად მუსიკოსმა მოითხოვა, მისი საქმე სანკტ-პეტერბურგის სასამართლოს განეხილა.

 

„საქმე შევჩუკის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე პეტერბურგის სასამართლოს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

როგორც ცნობილია, 18 მაისს საღამოს უფაში „ДДТ“-ს კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდგომ შევჩუკის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმი შეადგინეს.

 

ბაშკირეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული საქმე აღიძრა „კონცერტის დროს როკ-მუსიკოსის პროვოკაციულ განცხადებებთან დაკავშირებით“.

 

შეგახსენებთ, იური შევჩუკმა უფაში გამართულ კონცერტზე მსმენელს მიმართა და თქვა, რომ „სამშობლო არ არის პრეზიდენტის უკანალი“ („Родина, друзья, это не жопа президента, которую надо все время мусолить, целовать. Родина – это бабушка нищая на вокзале, продающая картошку. Вот это родина“).

 

 

 

 

big_banner
არქივი