logo_geo
ხვალ რუსეთი ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს
- +

20 მაისი. 2022. 15:38

 

 

რუსეთი ხვალ (21 მაისს) დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „Gasum“-ის განცხადებაშია ნათქვამი.

 

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისს, 08:00 საათზე (თბილისის დროით) შეწყვეტს.

 

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან „Balticconnector“-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.

 

„უახლოეს თვეებში შევძლებთ, ყველა ჩვენს აბონენტს გაზი მივაწოდოთ“, - განაცხადა „Gasum“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

big_banner
არქივი