logo_geo
აშშ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის სანაცვლოდ ბელარუსისთვის დროებით სანქციების მოხსნას განიხილავს
- +

20 მაისი. 2022. 18:09

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის სანაცვლოდ ბელარუსისთვის კალიუმის სასუქების წარმოებაზე სანქციების ექვსთვიან მოხსნას განიხილავს. ამის შესახებ epravda „The Wall Strett Journal“-ზე დაყრდნობით წერს.

 

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოხსნა ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტისთვის განიხილება როგორც სტიმული.

 

„ამერიკელი ოფიციალური პირები და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სწავლობენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესაძლო მარშრუტს ჩრდილოეთით სარკინიგზო გზით ბელარუსის გავლით ლიეტუვის პორტ კლაიპედამდე“, - წერს გავლენიანი მედიასაშუალება.

 

გასულ წელს ვაშინგტონმა ბელარუსის ხელისუფლების საპასუხოდ, კალიუმის სასუქებზე სანქციები დააწესა.

 

აღსანიშნავია, რომ 24 თებერვლამდე ხორბლის მარაგები რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 30%-ს.

 

 

big_banner
არქივი