logo_geo
ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი
- +

21 მაისი. 2022. 15:30

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა.

 

გამოყოფილი თანხები უკრაინის სამხედრო ძალების წვრთნას, შეიარაღებასა და სხვა საჭიროებებს მოხმარდება. ამასთან ერთად, თანხები გამოყოფილია ჰუმანიტარული დახმარებისთვისაც.

 

აშშ-ის სენატმა უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი 19 მაისს დაამტკიცა.

 

 

big_banner
არქივი