logo_geo
აშშ-ის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან
- +

22 მაისი. 2022. 12:11

 

 

ამერიკის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გარდაცვლილი პირებიც არიან. მათ შორისაა, სენატორი ჯონ მაკ-კეინიც, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა. მაკ-კეინის გარდა ე.წ. „შავ სიაში“ ყოფილი კონგრესმენი ელსი ჰასტინგსი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე მელის დრისკო, ყოფილი მოსამართლე სტივენ ო'ნილი და სამხედრო მოსამსახურე ჯერემი სევიტსი მოხვდნენ. მათ გასწვრივ გრაფაში სიტყვა „გარდაცვლილი“ წერია, რაც იმას ნიშნავს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნებლიე შეცდომა არ დაუშვია და სანქციები გარდაცვლილებს დაუწესეს.

 

 

big_banner
არქივი