logo_geo
ნიგერიაში შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა
- +

22 მაისი. 2022. 14:44

 

 

ნიგერიაში, ლაგოსში, კომერციული ცენტრი დაინგრა. 3-სართულიანი შენობის ნგრევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მაშველებმა 5 პირის გადარჩენა შეძლეს, სხვების სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დალუქული იყო, დეველოპერი მაინც აგრძელებდა სამუშაოების შესრულებას ღამით და შაბათ-კვირის განმავლობაში.

 

ნიგერიაში შენობების ნგრევა ხშირია. სამშენებლო ექსპერტები ამას რეგულაციების უგულებელყოფით ხსნიან. გასული წლის ნოემბერში, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ლაგოსში ძვირადღირებული ბინების ნაწილობრივ აშენებული ბლოკი ჩამოინგრა.

 

 

big_banner
არქივი