logo_geo
გერმანია უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება
- +

23 მაისი. 2022. 10:10

 

 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება.

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება აუცილებელია, რადგანაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.

 

„ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი არ შეფერხდეს. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ ვალდებულები ვართ, მცდელობა არ დავაკლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მოსახლეობის გამოკვების პრობლემის წინაშე დადგება. ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პრობლემის მიმართ“, - აღნიშნა შოლცმა.

 

უკრაინიდან ხორბლის ექსპორტს რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირება აფერხებს. დასავლეთის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, პორტებზე ბლოკადის მოხსნაზე რუსეთი უარს ამბობს.

 

 

big_banner
არქივი