logo_geo
ხარკოვში ნანგრევებში 150-ზე მეტი ცხედარი იპოვეს
- +

23 მაისი. 2022. 11:21

 

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ხარკოვის მაშველებმა მტრის დაბომბვის შედეგად განადგურებული 98 შენობის ნანგრევები გაასუფთავეს. ნანგრევებიდან 150-ზე მეტი ცხედარი ამოიღეს. ამის შესახებ ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ანატოლი ტორიანიკმა განაცხადა.

 

„ხარკოვში ჩვენმა დანაყოფებმა მთლიანად გაასუფთავეს 98 ადგილი, სადაც ნანგრევებია. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან 150-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი ამოიღეს. ოპერატიული სამაშველო სამუშაოების დროს ჩვენმა დანაყოფებმა 250-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს“, - განაცხადა ტორიანიკმა.

 

 

big_banner
არქივი