logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების ქონების ჩამორთმევის პროცედურას ამარტივებს
- +

23 მაისი. 2022. 14:05

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სანქცირებული რუსების ქონების კონფისკაციის პროცედურას ამარტივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„იმ სანქცირებული პირების აქტივების იდენტიფიცირებისა და კონფისკაციის პროცედურა, რომლებიც ამა თუ იმ გზით მხარს უჭერენ ოკუპანტების აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მტრების ხარჯზე უკრაინის ბიუჯეტის სწრაფად და ეფექტურად შევსების საშუალებას იძლევა. კანონი ითვალისწინებს მკაფიო მითითებებს ამ პროცესზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, დადგინდა, რომ ქონების მოძიებასა და სასამართლოსათვის მიმართვაზე პასუხისმგებელი იქნება ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო. სავარაუდოდ, ასეთი ორგანო იქნება იუსტიციის სამინისტრო. მან უნდა განახორციელოს სამუშაოები ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების იდენტიფიცირებასა და მოძიებაზე, რომლებიც ბლოკირებას ექვემდებარება.

 

 

big_banner
არქივი