logo_geo
Qualcomm-მა თხელი და უკაბელო გაფართოებული რეალობის სათვალე წარადგინა
- +

24 მაისი. 2022. 01:24

 

 

მიკროჩიპების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, ამერიკულმა Qualcomm-მა გაფართოებული რეალობის განახლებული სათვალე, Smart Viewer-ი წარმოადგინა. ეს დიზაინი საორიენტაციოა და მისი გამოყენება კომპანიებს სათვალეების კომერციალიზაციისთვის შეუძლიათ.

 

ვიზუალურად, გაფართოებული რეალობის ახალი სათვალე Qualcomm-ის წინა თაობის მოწყობილობებს ჰგავს, მაგრამ მას უფრო მძლავრი მიკროჩიპების კომპლექტი აქვს ჩაშენებული და ინტერნეტთან დაკავშირების უკეთესი სისტემა აქვს, რომელიც USB-C-ტიპის პორტის ნაცვლად Wi-Fi 6 / 6E-სა და Bluetooth-ს იყენებს.

 

ამ ეტაპზე, Qualcomm-ის საორიენტაციო სათვალე, რომელზეც Goertek-მა იმუშავა, კომპანიის რამდენიმე პარტნიორისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი გამოყენების არეალი მალევე გაფართოვდება.

 

 

big_banner
არქივი