logo_geo
ომის გამო ევროვიზიიდან რუსეთის სამუდამოდ ამოღება სურთ
- +

24 მაისი. 2022. 12:39

 

 

ომის გამო ევროვიზიაში რუსეთს შესაძლოა, სამუდამოდ აუკრძალონ მონაწილეობა. ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნოელ კურანმა განაცხადა.

 

„ვფიქრობ, ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ რუსეთს კონკურსში ვერ ჩავრთავთ“, - განაცხადა კურანმა.

 

ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ რუსული მაუწყებლები უკვე ინფორმირებული არიან.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა „Kalush Orchestra“-მ გაიმარჯვა. შეჯიბრში არ დაუშვეს რუსეთის წარმომადგენლები და მათი დელეგაცია. მაყურებლებს შორის იყო მხოლოდ ფილიპ კირკოროვი, რომელმაც თქვა, რომ ორგანიზატორებმა სპეციალურად მიიწვიეს „კონკურსზე სპეციალური სერვისებისთვის“.

 

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კირკოროვი კონკურსზე არ იყო მიწვეული.

 

 

big_banner
არქივი