logo_geo
ფილიპინების პრეზიდენტი: ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი მკვლელები ვართ, თუმცა მე კრიმინალებს ვკლავ - ბავშვებსა და მოხუცებს არ ვკლავ
- +

24 მაისი. 2022. 17:21

 

 

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში რუსული ძალების მიერ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის გააკრიტიკა.

 

ფილიპინების პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სრულმასშტაბური ომი უწოდა.

 

„ბევრი ამბობს, რომ მე და პუტინი მკვლელები ვართ. დიდი ხნის წინ გითხარით, რომ მართლა ვკლავ, თუმცა მე კრიმინალებს ვკლავ. მე არ ვკლავ ბავშვებსა და მოხუცებს. ჩვენ ორ განსხვავებულ სამყაროში ვართ“, - აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი