logo_geo
ჯანმო-ს თავმჯდომარედ კვლავ თედროს გებრეისუსი აირჩიეს
- +

25 მაისი. 2022. 11:01

 

 

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ეთიოპიელი დიპლომატი თედროს გებრეისუსი აირჩიეს.

 

გებრეისუსს მხარი დაუჭირეს ჯანმო-ს წევრი 160 ქვეყნიდან 155 წევრმა. გებრეისუსი ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

 

ტედროს გებრეისუსი 57 წლისაა. ის პირველი აფრიკელია ამ თანამდებობაზე. პირველად ჯანმო-ს თავმჯდომარედ გებრეისუსი 2017 წელს აირჩიეს. ჯანმო-ს თავმჯდომარის პოსტზე მისი ყოფნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას დაემთხვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

ზოგიერთი ქვეყანა ჯანმო-ს და გებრეისუსს აკრიტიკებდა. ასე, მაგალითად, აშშ-მა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ჯანმრთელობის ორგანიზაციას ჩინეთის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა. ასევე ისმოდა ჯანმო-ს არასათანადო სიჩქარით მოქმედება პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში.

 

 

 

 

big_banner
არქივი