logo_geo
რუსეთი უკრაინული გემებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის სანაცვლოდ სანქციების გაუქმებას ითხოვს
- +

25 მაისი. 2022. 14:01

 

 

რუსეთი სურსათით დატვირთული უკრაინული გემებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის სანაცვლოდ ზოგიერთი სანქციის გაუქმებას მითხოვს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

 

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გააკეთა. კონკრეტულად რომელი სანქციების გაუქმებას ითხოვს რუსეთი, უცნობია.

 

შავი ზღვის უკრაინული პორტები 24 თებერვლის შემდეგ არის ბლოკირებული. ამის გამო ქვეყანაში 20 მლნ ტონა ხორბალი ელევატორებში რჩება და მისი გატანა ვერ ხერხდება.

 

რუსეთსა და უკრაინაზე მსოფლიო ხორბლის მესამედი მოდის. ამ პრობლემის არსებობამ შეიძლება გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს. ასევე უკრაინა სიმინდის და მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია.

 

 

big_banner
არქივი