logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ხელმძღვანელობასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან
- +

25 მაისი. 2022. 16:35

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან.

 

„სამხედრო ნაწილის შემდეგ იქნება სამშვიდობო პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია, ვისთან მოილაპარაკებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სურვილი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს, რა ხდება ახლა.

 

„ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე. მოლაპარაკება ვლადიმირ პუტინთან იქნება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ის მზად იქნება, რეალობაში გადავიდეს და მიხვდება, რომ ბევრი ადამიანი იღუპება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი