logo_geo
სლოვაკეთის პრემიერი: პუტინის შემდეგი სამიზნე სლოვაკეთი იქნება
- +

25 მაისი. 2022. 17:27

 

 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი მიიჩნევს, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე, უკრაინის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, სლოვაკეთი იქნება.

 

„თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი იქნება სლოვაკეთი... უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

ჰეგერმა გააკრიტიკა ევროკავშირის წევრები იმის გამო, რომ ზედმეტად ეყრდნობიან რუსულ ენერგიას. მან მოუწოდა ლიდერებს, „შეწყვიტონ კომპრომისები“ რუსეთთან თავიანთი პრინციპებით.

 

„დიდი ხანია ვცვლით ჩვენს ფასეულობებს იაფ გაზზე და ნავთობზე. პუტინთან კომპრომისმა გამოიწვია ომი უკრაინაში. აგრესიული ომი, ხალხი იღუპება. უკრაინელები სისხლს ღვრიან ჩვენი ღირებულებებისთვის, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ეს“, - დასძინა ჰეგერმა.

 

 

big_banner
არქივი