logo_geo
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი: კირილს უნდა შეეწირა თავისი ტახტი უკრაინის ომისთვის, თუნდაც ციხეში წასულიყო
- +

26 მაისი. 2022. 10:30

 

 

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ჟურნალისტებთან უკრაინის ომზე ისაუბრა. ბართლომეოსი აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესიამ უკრაინაში ომის მხარდაჭერით იმედები გაუცრუა.

 

„შეუძლებელი იყო ყველა ეკლესიისთვის, არ დაეგმო ძალადობა, ომი. მაგრამ რუსეთის ეკლესიამ იმედები გაგვიცრუა. არ მინდოდა, რუსეთის ეკლესია და ძმა პატრიარქი კირილი ყოფილიყო ეს ტრაგიკული გამონაკლისი.

 

არ ვიცი, როგორ შეუძლია თავის მართლება სინდისის წინაშე. მან უნდა მოახდინოს რეაგირება უკრაინაში შეჭრაზე და დაგმოს ომი, როგორც ამას ყველა სხვა მართლმადიდებელი წინამძღვარი აკეთებს.

 

ველოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ, ისტორიულ მომენტში, თუ საჭირო იქნებოდა, გაწირავდა თავის ტახს და ეტყოდა პუტინს - ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით, თანამდებობას ვტოვებ, მივდივარ. რას მოიმოქმედებდა ამის შემდეგ პუტინი, ციხეში ჩასვამდა პატრიარქს თუ რამე სხვას, არ ვიცი“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

 

 

 

big_banner
არქივი