logo_geo
ოლაფ შოლცი: ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს
- +

26 მაისი. 2022. 16:06

 

 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში მიმდინარე ომში. გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვის გატეხვა.

 

„ჩვენ უნდა გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა, უკრაინა ამას არ მიიღებს“, – განაცხადა შოლცმა.

 

როგორც შოლცმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინისა და მისი რეჟიმისთვის ინტერვენციის გამო დაწესებული საფასური უზარმაზარია და ყოველდღიურად იზრდება.

 

გერმანიის კანცლერმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა წლის ბოლომდე რუსული ნავთობის გამოყენებას შეწყვეტს და ბევრს იმუშავებს რუსულ გაზზე თავისი დამოკიდებულების შესამცირებლად.

 

 

big_banner
არქივი