logo_geo
ფინეთის პრემიერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მანამდე კი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა
- +

26 მაისი. 2022. 16:34

 

 

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი უკრაინის ქალაქებში, ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა. უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში სანა მარინი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკიმ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და ფინეთის პრემიერს უკრაინაში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მისივე განცხადებით, იარაღს, სასანქციო პოლიტიკასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე პარტნიორების ერთიანობას შეუძლია უკრაინის დაცვაში სიმტკიცის უზრუნველყოფა.

 

„ჩვენთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სასანქციო პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე – არის ის, რასაც შეუძლია ჩვენი მიწის დაცვაში სიმტკიცის უზრუნველყოფა. მადლობა პრემიერ-მინისტრ სანა მარინს ვიზიტისთვის და ერთგული მხარდაჭერისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 

big_banner
არქივი