logo_geo
მოლდოვის ექს-პრეზიდენტს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს
- +

26 მაისი. 2022. 19:08

 

 

მოლდოვის ექს-პრეზიდენტს იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

 

სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ექს-პრეზიდენტის 30 დღის იზოლატორში მოთავსებას ითხოვდა.

 

8 მაისს მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის მოლდოველი ოლიგარქისგან ვლადიმირ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, მოლდოვის მაშინდელ პრეზიდენტს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ თანხა იდო.

 

 

big_banner
არქივი