logo_geo
სენეგალში, საავადმყოფოში ხანძარს 11 ახალშობილი ემსხვერპლა
- +

27 მაისი. 2022. 10:42

 

 

სენეგალის დასავლეთის ქალაქ ტივაუანში მდებარე სამშობიარო განყოფილებაში ხანძრის შედეგად 11 ახალშობილი დაიღუპა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

პირველადი ინფორმაციით, ახლად გახსნილ საავადმყოფოში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.  სამსახურიდან გაათავისუფლეს სენეგალის ჯანდაცვის მინისტრი აბდულაე დიუფ სარი.

 

„მათ დედებს და მათ ოჯახებს ვუცხადებ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

„Amnesty International“ მოუწოდებს მთავრობას, შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, რათა  გამოიძიონ მომხდარი და დაისაჯოს დამნაშავეები.

 

 

big_banner
არქივი