logo_geo
მარიუპოლში ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70 უკრაინელის ცხედარი იპოვეს
- +

27 მაისი. 2022. 12:34

 

 

მარიუპოლში კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოკუპანტი ჯარისკაცები ქუჩაში ნანგრევებს ასუფთავებენ. ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე დაღუპული უკრაინელის ცხედარი იპოვეს.

 

„მიზეზი იგივეა - დამპყრობლების დაბომბვის შემდეგ ხალხი შენობის ნანგრევებში მოყვა. დაღუპულთა ცხედრები სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ საფლავში დასაკრძალავად გაიტანეს. იდენტიფიცირება მოხდა. ექსპერტიზა არ ჩატარებულა“, - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

 

 

big_banner
არქივი