logo_geo
საბერძნეთში ხანძრის შედეგად უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება დაიწვა
- +

27 მაისი. 2022. 13:03

 

 

საბერძნეთში, ათენის პირეუსის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად უკრაინელებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება დაიწვა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ცნობით, ხანძარმა გაანადგურა 20 ტონა ტანსაცმელი და საბანი, რომელიც საბერძნეთში შემოწირული იყო ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის.

 

განადგურებულია უკრაინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი თეთრეული და საბნები.  ხანძარი პირეუსის პორტთან ახლოს 26 მაისს გაჩნდა. უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

 

big_banner
არქივი