logo_geo
NATO-ს ყოფილი გენერალი: უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასს ვერ შეინარჩუნებენ
- +

27 მაისი. 2022. 15:07

 

 

NATO-ს ყოფილი გენერალი ჰანს-ლოთარ დომრესე მიიჩნევს, რომ დონბასში რუსული არმია წინსვლას მიაღწევს. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელებს რაოდენობრივად აღემატებიან.

 

როგორც დომრესემ აღნიშნა, საუკეთესო შემთხვევაში უკრაინელებს შეეძლოთ შეტევის გადადება.

 

„მათ მოუწევთ უკან დახევა, რომ მათი ჯარისკაცები გადარჩნენ“, - დასძინა დომრესემ.

 

თუმცა, მისი თქმით, შემოდგომიდან უკრაინელები უფრო დიდი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ, რადგან მისი პროგნოზით, დაახლოებით ექვს თვეში ქვეყანაში კიდევ ბევრი დასავლური იარაღის სისტემა იქნება და უკრაინელი ჯარისკაცები ბევრად უკეთ გაწვრთნილები იქნებიან მათ გამოყენებაში.

 

 

big_banner
არქივი