logo_geo
დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- +

27 მაისი. 2022. 15:08

 

 

დნიპროში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 35-მდე ადამიანი, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

 

„დნიპროს რაიონში ეროვნული გვარდიის ბაზაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 30-35 ადამიანი,“ - განაცხადა ტერიტორიული თავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენადი კორბანმა.

 

მისი თქმით, სამი რაკეტა რუსეთის როსტოვის ოლქიდან გაუშვეს.

 

შეგახსენებთ, მანამდე დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რასაც სერიოზული ნგრევა მოჰყვა. გუბერნატორის ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ.

 

 

big_banner
არქივი