logo_geo
ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეწყვიტონ ტერორიზმის მხარდაჭერა, თუ ნატოში გაწევრიანება სურთ
- +

27 მაისი. 2022. 22:00

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეწყვიტონ ტერორიზმის მხარდაჭერა, თუ ნატოში გაწევრიანება სურთ.

 

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთი მოელის, რომ შვედეთი და ფინეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემების გადასაჭრელად.

 

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ „მიდგომა „ჩვენ დროთა განმავლობაში დავარწმუნებთ თურქეთს, ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ“ არ იქნება სწორი“ და რომ თურქეთი კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის.

 

25 მაისს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი წინ არ წავა, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს არ გადაჭრიან.

 

13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

 

 

big_banner
არქივი