logo_geo
ბლინკენმა და კულებამ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს
- +

27 მაისი. 2022. 23:16

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ აღნიშნეს, რომ კრემლი განაგრძობდს სურსათის იარაღად გამოყენებასა და ცრუ განცხადებების გავრცელებას აშშ-ის სანქციების შესახებ.

 

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინის მხარდასაჭერად და კრემლის მიერ არჩეული ომის გლობალური შედეგების გადასაჭრელად.

 

 

big_banner
არქივი