logo_geo
ნიგერიაში ჭყლეტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა
- +

28 მაისი. 2022. 20:40

 

 

ნიგერიაში საქველმოქმედო ღონისძიების დროს, ჭყლეტაში 31 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა ბავშვები არიან. ეკლესიის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, სადაც უფასო საკვებსა და ნივთებს არიგებდნენ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორგანიზატორებმა ხალხის ნაკადის შეჩერება ვერ მოახერხეს, რასაც ჭყლეტა მოჰყვა.

 

 

big_banner
არქივი