logo_geo
NATO-ს ოთხი ხომალდი ჰელსინკის პორტში შევიდა
- +

29 მაისი. 2022. 10:34

 

 

NATO-ს ქვეყნების ოთხი ხომალდი ჰელსინკის პორტში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, გემები ჩამოვიდნენ აშშ-დან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ამერიკული და გერმანული გემები მონაწილეობდნენ ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნებში.

 

ერთი დღით ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთში საერთაშორისო სამხედრო წვრთნების რაოდენობა გაიზრდება. 2022 წლის დარჩენილი ნახევრისთვის დაგეგმილია კიდევ 20 სხვადასხვა საბრძოლო მომზადების ღონისძიება, რომელთაგან 8 ახალია.

 

თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა აღნიშნა, რომ ახალი სამხედრო წვრთნები ეს არის მზადება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შუალედური ეტაპისა და რუსეთის მიერ ხელისშეშლის პოტენციური მცდელობებისთვის.

 

აღნიშნულია, რომ სამხედრო გემების შესვლა მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ იქნა შეთანხმებული.

 

 

big_banner
არქივი