logo_geo
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი შიშობს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა რღვევას იწყებს
- +

29 მაისი. 2022. 21:39

 

 

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი შიშობს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთიანობა რღვევას იწყებს სამიტის წინ, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგო და რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შეწყვეტის გეგმები განიხილება.

 

ევროკავშირის ლიდერები 30 და 31 მაისს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს ნავთობის ემბარგოს და პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეულ საწვავზე, მათ შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტის დაჩქარებას.

 

„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ევროპა ერთიანია. ხვალინდელი სამიტის გათვალისწინებით, იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდებამ, თუმცა ის [რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ერთიანობა] უკვე რღვევას იწყებს“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

 

რობერტ ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა უზარმაზარი ეკონომიკური ზონაა, წარმოუდგენელი ეკონომიკური ძალით და როდესაც ის გაერთიანებულია, მას შეუძლია გამოიყენოს ეს ძალა.

 

 

big_banner
არქივი