logo_geo
მოხუც ქალად გამოწყობილმა ვანდალმა ლუვრში „მონა ლიზას“ ტორტი ესროლა
- +

30 მაისი. 2022. 14:53

 

 

საფრანგეთში ვანდალმა სცადა დაეზიანებინა ლეგენდარული მხატვრის ლეონარდო და ვინჩის ნახატი, რომელიც ლუვრშია. უცნობმა მამაკაცმა მოხუცი ქალის სამოსი ჩაიცვა და მუზეუმში ინვალიდის ეტლით შევიდა. „მონა ლიზას“ მახლობლად კი ფეხზე წამოდგა და დამცავი შუშის გატეხვა სცადა, შემდეგ კი ტორტი ესროლა ლეონარდოს შედევრს.

 

ამის შემდეგ მამაკაცმა მუზეუმის იატაკზე ვარდის ფურცლები მიმოფანტა და ფრანგულად ყვიროდა დედამიწის გადარჩენის შესახებ. ის დაცვამ დააკავა.

 

ტვიტერზე გავრცელდა ვიდეო ვანდალიზმის შედეგებით.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი