logo_geo
მედვედევმა გონივრული უწოდა ბაიდენის გადაწყვეტილებას, არ მიაწოდოს უკრაინას ისეთი სარაკეტო სისტემა, რომელიც რუსეთს მისწვდება
- +

30 მაისი. 2022. 19:43

 

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გონივრული უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, არ მიაწოდოს უკრაინას ისეთი სარაკეტო სისტემა, რომელიც რუსეთს მისწვდება.

 

„ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდის სარაკეტო სისტემას, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიას მიაღწიოს. გონივრული გადაწყვეტილებაა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქალაქებზე თავდასხმისას, რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთ მუქარას შეასრულებდნენ და დაარტყამდნენ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებს. ამ ცენტრების ნაწილი კიევში საერთოდ არ არის განთავსებული. ახსნა არ სჭირდება იმას, შემდეგ რა მოხდებოდა“, - აღნიშნა დმიტრი მედვედევმა.

 

 

big_banner
არქივი