logo_geo
უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს რუსული პროპაგანდის ლექსიკის გავრცელების გამო აკრიტიკებს
- +

30 მაისი. 2022. 21:06

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Reuters რუსული პროპაგანდის ლექსიკის გავრცელების გამო გააკრიტიკა.

 

„Reuters, ნუ ავრცელებთ რუსული პროპაგანდის ლექსიკას. არასწორია: პრომოსკოვური ხერსონის ოლქი - სწორია: რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქი; არასწორია: მარცვლეულის ექსპორტი - სწორია: მოპარული მარცვლეული; არასწორია: სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია - სწორია: რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე.

 

 

big_banner
არქივი