უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო Reuters რუსული პროპაგანდის ლექსიკის გავრცელების გამო გააკრიტიკა.
„Reuters, ნუ ავრცელებთ რუსული პროპაგანდის ლექსიკას. არასწორია: პრომოსკოვური ხერსონის ოლქი - სწორია: რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქი; არასწორია: მარცვლეულის ექსპორტი - სწორია: მოპარული მარცვლეული; არასწორია: სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია - სწორია: რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაცია“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე.