logo_geo
ზელენსკი ევროპულ საბჭოს: რატომ ხართ რუსეთსა და მის ზეწოლაზე დამოკიდებული და არა პირიქით? რუსეთი თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული
- +

30 მაისი. 2022. 23:15

 

 

„რატომ ხართ რუსეთსა და მის ზეწოლაზე დამოკიდებული და არა პირიქით? რუსეთი თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული“, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომას.

 

„8 აპრილს, ომის 44-ე დღეს, ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი დაწესდა. მას შემდეგ 52 დღე გავიდა. რა მოხდა ამ პერიოდში? [...] მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხელს უწყობს სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებას და ცდილობს მის ამოქმედებას. თუმცა, სამწუხაროდ, ის [სანქციების მეექვსე პაკეტი] ჯერ არ დაწესებულა. რატომ ხართ რუსეთსა და მის ზეწოლაზე დამოკიდებული და არა პირიქით? რუსეთი თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი ევროპაში ენერგორესურსების გაყიდვიდან დღეში თითქმის მილიარდ ევროს იღებს.

 

„რატომ შეუძლია რუსეთს ენერგორესურსების გაყიდვით დღეში თითქმის მილიარდი ევროს შოვნა? რატომ მუშაობენ ტერორისტული სახელმწიფოს ბანკები ევროპასა და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან? ეს სერიოზული კითხვებია. რატომ აქტიურობენ რუსული პროპაგანდისტული არხები ევროკავშირში? ეს რუსეთის საინფორმაციო იარაღია. რატომ არ არიან სანქციების ქვეშ რუსი საჯარო მოხელეები, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და მოსამართლეები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რეპრესიებს?“ - აღნიშნა მან.

 

 

big_banner
არქივი