logo_geo
ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
- +

31 მაისი. 2022. 11:27

 

 

რუსეთის ექს-პრეზიდენტ ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ძალაუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა.

 

იუმაშევი პუტინის მრჩევლად საკუთარი სურვილით მუშაობდა და ამაში ანაზღაურებას არ იღებდა.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, იუმაშევის კრემლიდან წასვლით წყდება უკანასკნელი კავშირი პუტინის ადმინისტრაციასა და ელცინის მმართველობის პერიოდს შორის.

 

როგორც „ელცინ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ განაცხადა, თანამდებობის დატოვება ვალენტინ იუმაშევის ინიციატივა იყო.

 

ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში, 1991-1999 წლებში ვალენტინ იუმაშევი კრემლის მრჩევლის და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში თანამდებობა დატოვა ელცინის ეპოქის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ანატოლი ჩუბაისმა.

 

 

big_banner
არქივი