logo_geo
სერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა, სადაც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიზნით პოტენციური დერეფნის შექმნის საკითხს განიხილავენ
- +

31 მაისი. 2022. 14:13

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, 8 ივნისს თურქეთში ჩავა, რათა განიხილოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის პოტენციური საზღვაო დერეფნის გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ  გაავრცელა.

 

როგორც ცნობილი ხდება, რუსეთის დელეგაციაში იქნებიან სამხედრო პირებიც.

 

როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება გაერო-სთან, რომლის მიზანიც შავი ზღვიდან დერეფნის შექმნაა, თუმცა მოსკოვს და კიევს მოუგვარებელი საკითხები რჩებათ.

 

რუსეთი ითხოვს, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქცია მოხსნან, რადგან ისინი ეხება იმ გემებს, რომლებმაც პოტენციურად უნდა მიიღონ მონაწილეობა უკრაინის პორტებიდან სურსათის გატანაში.

 

ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს თურქეთთან კოორდინაციით.

 

 

big_banner
არქივი