logo_geo
დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ისრაელში გოდების კედელს ეწვია
- +

23 მაისი. 2017. 00:38


ისრაელში ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წინამორბედებს შორის პირველია, ვინც ისრაელში გოდების კედელს ეწვია.


​დონალდ ტრამპმა ლოცვის შემდეგ კედელში ფურცელზე დაწერილი ჩანაწერი დატოვა, თუმცა მოგვიანებით წერილი ამოიღეს, რადგან არ განმეორებულიყო 2008 წლის ინციდენტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ბარაქ ობამას მიერ გოდების კედელში ჩადებული ჩანაწერი ჟურნალისტებმა გამოიტანეს და გაასაჯაროეს.


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. მას აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი დახვდნენ.


აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელში ორ ქვეყანას შორის ურყევი კავშირების დასადასტურებლად ჩავიდა.


სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთად მუშაობით რეგიონში სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია.


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული უწოდა. ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებას პალესტინის ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასთან გამართავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი